ახალი ამბები

მესტიის მერმა მოქალაქისთვის, რომელიც აქციას აშუქებდა, მობილურის წართმევა სცადა

17 აგვისტო, 2020 •
მესტიის მერმა მოქალაქისთვის, რომელიც აქციას აშუქებდა, მობილურის წართმევა სცადა

მესტიის მუნიციპალიტეტში გამართული აქციისას მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა [კაპიტონ] ჟორჟოლიანმა აქციის ერთ-ერთ მონაწილისთვის, რომელიც ჟორჟოლიანისა და მოსახლეობის საუბარს იღებდა, მობილური ტელეფონის წართმევა სცადა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს ანა ჩართოლანი ავრცელებს.

https://www.facebook.com/ana.chartolani.1/videos/2679989585600608/?t=1

როგორც ვიდეოში ჩანს, ჟორჟოლიანი ინციდენტიდან მალევე ტერიტორიას ტოვებს. აქციის მონაწილეები მესტიის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადებას და მის ჩაკეტვას აპროტესტებენ.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს ჩაიკეტა და ამ ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის შესაძლებელი, მესტიის დატოვების მსურველებს კი 12- დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მესტიაში Covid-19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება

მასალების გადაბეჭდვის წესი