საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელი, მარინა ეზუგბაია ამბობს, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1- იმპორტირებული, 2 ინფიცირებულის წყარო კი ამ დროისთვის უცნობია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, [NCDC] ინფორმაციით, მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსის 1341 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 1092 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 17 აგვისტოს დილის მონაცემებით 232 აქტიური შემთხვევაა, ანუ პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და რომელიც ახლა მკურნალობს.

ამასთანავე, NCDC ამბობს, რომ ამ დრომდე ჩატარებულია 305 761 პისიარ ტესტი.