ახალი ამბებისაზოგადოება

საკარანტინე სივრცეებში ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი — ქვრივიშვილი

15 აგვისტო, 2020 •
საკარანტინე სივრცეებში ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი — ქვრივიშვილი

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საკარანტინე სივრცეებში კორონავირუსის 300-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეები კორონავირუსის იმპორტირებული შემთხვევების ყველაზე ეფექტური პრევენციაა და რომ არა ისინი, ქვეყანაში ვირუსი მასიურად გავრცელდებოდა.

“დღევანდელი მონაცემებით, საკარანტინე სივრცეებში გამოკვეთილია 300-ზე მეტი შემთხვევა, რომელიც უკავშირებდეა  Covid-19-ის იმპორტირებას ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, მარტივია საზოგადოებისთვის და მედიისთვის შეაფასოს, რა იქნებოდა  ჩვენს ქვეყანაში, რომ აღნიშნული 300 ადამიანი რომ არ მოხვედრილიყო საკარანტინე სივრცეში — ჩვენ გვექნებოდა მასიური გავრცელება. იმპორტირებული Covid-19-ის ქეისები ყოველდღიურად მეტ-ნაკლები საშუალოობით დასტურდება საკარანტინე სივრცეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში Covid-19-ის შემოტანა გრძელდება, რომლის პირველი და ყველაზე ეფექტური პრევენცია არის საკარანტინე სივრცე”, — განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი