ახალი ამბები

აფხაზეთში Covid-19-ით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14 აგვისტო, 2020 • 818
აფხაზეთში Covid-19-ით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ 14 აგვისტოს Covid-19-ით ინფიცირების კიდევ 26 შემთხვევა დაადასტურა.

მათი მონაცემებითვე, აფხაზეთში ეპიდემიის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 182 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა Covid-19-ით ინფიცირებული 3 ადამიანი, 66 პაციენტი კი განიკურნა.

საქართველო უნდობლობას უცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი