ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ბელარუსის დემონსტრაციებს სოლიდარობა გამოუცხადეს

14 აგვისტო, 2020 • 1479
ერევანში ბელარუსის დემონსტრაციებს სოლიდარობა გამოუცხადეს

13 აგვისტოს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მოქალაქეებმა აქცია გამართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებზე გამოსულებს.

აქცია სომხეთის პარლამენტის შენობის წინ დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან, რესპუბლიკის მოედანზე დასრულდა. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს საპროტესტო დემონსტრაციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

ნახეთ ასევე:

გაფიცვები, ცოცხალი ჯაჭვები, სოლიდარობა სიმღერით – ბელარუსის პროტესტი ფართოვდება

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ნაწილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.

მოქალაქეები იმედგაცრუებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ფაშინიანმა ლუკაშენკოს მიულოცა გამარჯვება იმ დროს, როდესაც არჩევნების შედეგებს ბელარუსში ოპოზიცია არ ცნობს და მისი შედეგები საერთაშორისო საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ არ უღიარებია.

ფაშინიანს „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ მხარდაჭერის გამო აკრიტიკებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი