ახალი ამბები

23 ახალი შემთხვევიდან 6 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია – ეზუგბაია

14 აგვისტო, 2020 • 1401
23 ახალი შემთხვევიდან 6 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, Covid-19-ის 23 ახალი შემთხვევიდან ექვსი პაციენტის ინფიცირების წყარო სოფელი ლენჯერია. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ბოლო 24 საათში ვირუსით ასევე დაინფიცირდა სამედიცნო პერსონალიც:

“23 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება: ექვსი პაციენტის ინფიცირების წყარო გახლავთ ლენჯერი, 11 პაციენტის წყარო არის დადასტურებულებთან კონტაქტი, ორი შემოტანილი შემთხვევაა და ორივე ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლია. ერთი სამედიცინო პერსონალია, სამ პაციენტზე კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტებისა და წყაროს მოძიებით”,-ამბობს ეზუგბაია.

14 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1306-ს მიაღწია. მათგან გამოჯანმრთელებულია 1085 პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ბოლო 24 საათში Covid-19-გან 17 პირი გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი