ახალი ამბებისაზოგადოება

ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ადამიანი მცხეთის საავადმყოფოში შეიყვანეს

13 აგვისტო, 2020 • 955
ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ადამიანი მცხეთის საავადმყოფოში შეიყვანეს

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი ადამიანი შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ცენტრის დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ დაუდასტურა.

ინფორმაცია 13 აგვისტოს, გვიან საღამოს გახდა ცნობილი.

მუმლაძის თქმით, ინფიცირებულები ერთმანეთის ახლო ნათესავები არიან და ყაზბეგში თბილისიდან იყვნენ ჩასულები. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულები ყაზბეგში, სახლში იყვნენ და მცხეთის სამედიცინო ცენტრში  აღნიშნული სახლიდან გადმოიყვანეს.

როგორც ლიკა მუმლაძემ განაცხადა, ამჟამად კვლევა მიმდინარეობს და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი