ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა სერბეთში საკუთარი ელჩი დააკავა

13 აგვისტო, 2020 • 1738
აზერბაიჯანმა სერბეთში საკუთარი ელჩი დააკავა

აზერბაიჯანის ელჩი სერბეთში, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ელდარ ჰასანოვი, დააკავეს.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იგი ეჭვმიტანილია თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და დიდი რაოდენობით თანხის მითვისებაში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ელჩის დანაშაულები გამოვლინდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტის დროს.


11 აგვისოს ბაქოში სერბეთის და აზერბაიჯანის მთავრობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

სერბეთში ჩავიდა ქვეყნის ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ამავე დროს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ნებოისა სტეფანოვიჩი.

მასთან 11 აგვისტოს შეხვედრაზე აზერბაიჯანის მხრიდან იმყოფებოდნენ უშიშროების საბჭოს მდივანი რამილ უსუბოვი, პრეზიდენტი ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰიკმეტ ჰაჯიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე არაზ აზიმოვი და აზერბაიჯანის ელჩი სერბეთში, ელდარ ჰასანოვი.

როგორც აზერბაიჯანული მედია Apa წერს, შეხვედრა ეხებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდებას, რომლის თანახმადაც სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული სასაზღვრო დაპირისპირების დროს, ივლისში, სომხეთის მხარემ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოიყენა „სერბეთში დამზადებული იარაღები“.

“საქართველოს და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და ძმობას არაფერი ემუქრება” – გახარია Haqqin-ის ბრალდებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი