ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ პარასკევს, 14 აგვისტოს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეკრებაზე გამოვა ინიციატივით, სანქციები დაუწესდეთ ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.
„ჩვენ არ გვჭირდება მორიგი განცხადება, ჩვენ გვჭირდება მოქმედება“, – აცხადებს ის. მის ამ ინიციატივას ლიეტუვური მედია BNS ავრცელებს ტვიტერზე და თავად ლინკევიჩუსი აზიარებს.
#Lithuania‘s Foreign Minister @LinkeviciusL says he will propose imposing individual sanctions against Belarus’ officials responsible for violence and vote fraud when EU holds a video call on Friday. “We do not need another statement, we need action”, he tells BNS. pic.twitter.com/jjqwAOlUMi
— BNS Lithuania (@BNSLithuania) August 13, 2020
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 აგვისტოს არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსს 26 წელია მართავს. ცესკოს თანახმად, მან ხმების 80% მიიღო. ამ შედეგებს მოწინააღმდეგეები უნდობლობას უცხადებენ.
ბელარუსში რამდენიმე დღეა, დემონსტრაციები მიმდინარეობს, რასაც დაკავებებით პასუხობენ. პოლიციამ ათასობით ადამიანი დააკავა. პოლიციის მძლავრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბელარუსში ისევ გრძელდება პროტესტი.
დემონსტრაციების მეოთხე ღამეს ათასობით ადამიანი გამოვიდა მინსკისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, შეკრეს ცოცხალი ჯაჭვები და სკანდირებდნენ ანტისახელისუფლებო ლოზუნგებს.
სპეცრაზმი მათ დაშლას კვლავ ცდილობდა სპეციალური საშუალებებით. სახელმწიფომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც დაადასტურა.
ვრცლად:
პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბელარუსში პროტესტი გრძელდება
