ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევმა პუტინს ვაქცინის დარეგისტრირება მიულოცა

13 აგვისტო, 2020 • 962
ალიევმა პუტინს ვაქცინის დარეგისტრირება მიულოცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინის დარეგისტრირება მიულოცა.

საერთაშორისო სკეპტიციზმის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის პირველი ვაქცინა დაამტკიცეს. მისი განცხადებით, „ვაქცინის ეფექტურობას მოწმობს ყველა საჭირო ტესტირების წარმატებით გავლა“.

ექსპერტები და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ვაქცინის დამტკიცება არ მომხდარა საერთაშორისო წესების შესაბამისად.

ჯანდაცვის ექსპერტები აფრთხილებენ რუსეთის მთავრობას, რომ ვაქცინის ტესტირების დაჩქარება და კლინიკური ცდების მე-3 ფაზის გამოტოვება, რაც გულისხმობს თვეების განმავლობაში ათასობით ადამიანზე ვაქცინის გამოცდასა და დაკვირვებას, დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, რადგან შესაძლოა გააჩინოს არასწორი უსაფრთხოების შეგრძნება მოსახლეობაში იმუნიტეტთან დაკავშირებით და ჰქონდეს ნეგატიური ეფექტი ჯანმრთელობაზე.

13 აგვისტოს ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 907 758 შემთხვევაა რეგისრტირებული, აზერბაიჯანში კი- 33 824. ოფიციალური ცნობებითვე, რუსეთში Covid-19-ით ინფიცირებული 15 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, აზერბაიჯანში კი -497.

საერთაშორისო სკეპტიციზმის მიუხედავად, რუსეთმა კოვიდ 19-ის ვაქცინა დაამტკიცა

ნახეთ ასევე:

საერთაშორისო სკეპტიციზმის მიუხედავად, რუსეთმა კოვიდ 19-ის ვაქცინა დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი