ახალი ამბები

კორონავიურის 14 ახალი შემთხვევიდან 12-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია – ეზუგბაია

12 აგვისტო, 2020 • 938
კორონავიურის 14 ახალი შემთხვევიდან 12-ის ინფიცირების წყარო ლენჯერია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, Covid-19 -ის 14 ახალი შემთხვევიდან 12 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, ერთი ინფიცირებული გაჩიანის კლასტერის კონტაქტია, ერთი კი შემოტანილი შემთხვევაა.

“14 ახალი ინფიცირებულის განაწილება ასეთი გახლავთ: ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო გაჩიანი გახლავთ, 12 პაციენტის წყარო ლენჯერია და ერთი პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მხოლოდ 4-ით გაიზარდა და, ჯამში, 1058 გახდა. დღეს 203 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში. მათგან 7 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. გუშინ კრიტიკული პაციენტების რაოდენობა 8 იყო, თუმცა ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა”,-ამბობს ეზუგბაია.

,საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, 12 აგვისტოს საქართველოში, მთლიანობაში, კორონავირუსის 1264 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1058 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

10 აგვისტოს სვანეთში გამოვლენილი შემთხვევების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად ჩაიკეტა მესტიის მუნიციპალიტეტი და საკარანტინო წესები შემოიღეს. სვანეთში ჩარჩენილ ტურისტებს, მისი დატოვების შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი