ახალი ამბებისაზოგადოება

ცნობილი ფილოლოგი და მკვლევარი, გრივერ ფარულავა გარდაიცვალა

11 აგვისტო, 2020 • 2300
ცნობილი ფილოლოგი და მკვლევარი, გრივერ ფარულავა გარდაიცვალა

ცნობილი ფილოლოგი და ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი გრივერ ფარულავა გარდაიცვალა. ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია თბილისის სასულიერო აკადემიაში დაუდასტურეს, სადაც ფარულავა ბოლო წლების განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე იყო.

ფარულავა არაერთი აკადმიური ნაშრომის, წერილისა თუ მონოგრაფიის ავტორია, მათ შორის, ფარულავას ეკუთვნის წიგნბი – „ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ“ და „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“.

2018 წელს პრეზიდენტმა გრივერ ფარულავას ღირსების ორდენი გადასცა – „სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩნების ხელშეწყობისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი