ახალი ამბები

ანტონიო ბანდერასი მე-60 დაბადების დღეს კორონავირუსით ინფიცირებული შეხვდა

10 აგვისტო, 2020 •
ანტონიო ბანდერასი მე-60 დაბადების დღეს კორონავირუსით ინფიცირებული შეხვდა

მსახიობ ანტონიო ბანდერასს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან დღეს, 10 აგვისტოს, თავის მე-60 დაბადების დღეზე დაწერა.

ბანდერასის თქმით, იძულებულია, იუბილეს კარანტინში შეხვდეს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მის ჯანმრთელობას ვირუსი მნიშვნელოვნად არ შეხებია.

“მინდა დავამატო, რომ ვარ კარგად, ჩვეულებრივზე ცოტათი მეტად დაღლილი და თავდაჯერებული, რომ გამოვჯანმრთელდები რაც შეიძლება მალე”, – აღნიშნა მან და იმედი გამოთქვა, რომ მკურნალობის მეშვეობით დაამარცხებს ინფექციას, რომელიც “აზარალებს ადამიანებს მსოფლიოს გარშემო”.

მსახიობის თქმით, იზოლაციას კითხვაში, წერაში, დასვენებასა და გეგმების დაწყობაში  გაატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი