ახალი ამბები

მესტიაში მყოფი ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი დააწესეს

10 აგვისტო, 2020 • 1717
მესტიაში მყოფი ტურისტებისთვის სავალდებულო კარანტინი დააწესეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის:

“Covid-19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში განათავსებენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, გაივლის სავალდებულო კარანტინს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დარეკონ 112- ზე.”

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ტურისტების ნაწილი სავალდებულო კარანტინს სვანეთშივე გაივლის, ნაწილს კი სხვადასხვა რეგიონში უკვე არსებულ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით  შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში  წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის- საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლა, რასაც საპატრულო პოლიცია და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები გააკონტროლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი