ნეტგაზეთი | სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა – Netgazeti
RU | GE  

სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში, შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გასულ შაბათ-კვირას 1552 ადამიანი შემოწმდა, ახალი კორონავირუსი კი მხოლოდ ერთი ოჯახის ორ წევს დაუდასტურდა. ცნობილია 1425 კვლევის პასუხი, 127 ტესტის პასუხს კი ამ დრომდე ელიან.

“რადგან შეფასდა სიტუაცია, რომ სოფელში მასობრივი გავრცელება  არ არის და არის ძალიან იშვიათი შემთხვევები, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფელში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმებულიყო. შესაბამისად, გუშინდელი ღამის 00:00 საათიდან მოიხსნა ბლოკპოსტები და სოფელი დაუბრუნდა ჩვეულებრივ რეჟიმს”, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან