ახალი ამბები

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

10 აგვისტო, 2020 • 887
კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია

თბილისის ინფექიური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 წარმოადგენს დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტს, 5 იმპორტირებული შემთხვევაა, 1  არის მედპერსონალი, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, 1 უკავშირდება გაჩიანს, ხოლო კიდევ ერთის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

“გვაქვს პერიოდული მატება, პერიოდული შემცირება. ეს მოსალოდნელია იმიტომ, რომ კოვიდი არსად წასულა. საქართველოში კოვიდ-19-თან არსებული ზომიერი კლიმატის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყველა რეგულაციის თანმიმდევრულად შესრულება. თუ არ შევასრულებთ რეგულაციებს, ასეთი მატების მაჩვენებელი ყოველთვის გვექნება. მაგრამ ყველა ასეთი მატების შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ სიტუაციის სტაბილიზება და, ალბათ, ისევ ასე მოხდება, რადგან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავდადებულად მუშაობს”, – განაცხადა ეზუგბაიამ და მოქალაქეებს სთხოვა, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი.

მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 1010 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

მასალების გადაბეჭდვის წესი