ახალი ამბები

ღალატის ტოლფასი საქციელით მივიღეთ ის რომ ტერიტორიების 20% დაკარგულია – მდინარაძე

9 აგვისტო, 2020 • 1860
ღალატის ტოლფასი საქციელით მივიღეთ ის რომ ტერიტორიების 20% დაკარგულია – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე “რისკიანი გზად” აფასებს 2008 წელს რუსეთთან საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკას, რასაც “პროვოკაციაზე წამოგება” ანუ ომი მოჰყვა. ასე უპასუხა მდინარაძემ “იმედის” ეთერში ჟურნალისტის კითხვას რა რიკების წინაშე იქნება საქართველო თუ მისი ნაბიჯები ფრთხილი არ იქნება.

“ჩვენ რისკიან გზაზე არ დავდივართ. სამწუხაროდ რისკიან გზაზე იარეს ისევ ქართველებმა..ოღონდ რისკიან გზაზე იარეს 2012 წლამდე და ამ რისკიან გზას მოჰყვა პროვოკაციაზე წამოგება. შემდეგ საკუთარი თავისა და ქვეყნის დადანაშაულება… რაც გადაჭარბების გარეშე, არ მინდა რომ ეს სიტყვა დღევანდელ დღეს გამოვიყენო, მაგრამ მაინც მიწევს. ღალატის ტოლფასი იყო ის საქციელი, რაც იმ ადამიანებმა ჩაიდინეს და ამ ღალატის ტოლფასი საქციელით ჩვენ მივიღეთ ის რაც მივიღეთ. ჩვენი ტერიტორიების 20% დღეს დაკარგულია. მეც ადამიანი ვარ და ხანდახან არის სიტუაცია როცა პოლიტიკოსები როგორც ადამიანები წყობიდან გამოიყვანონ ერთადერთ საკითხთან დაკავშირებით.. როდესაც შენს სამშობლოს ეხება საკითხი. რაღაცაში რომ ბრალს გდებენ, ოღონდ 2008 წელს მომხდართან დაკავშირებით 2020-ში, 2014-ში, 2018-ში… და როდესაც 2008-ს თემას შენ გაწებებენ ამ თემის ამ ღალატის ავტორები, შეიძლება წყობიდანაც კი გამოხვიდე, თუმცა მაინც გვიწევს წყნარად ავუხსნათ საზოგადოებას ეს ღალატი რაში მდგომარეობდა,”-ამბობს მდინარაძე.

მდინარაძემ ასევე ისაუბრა 8 აგვისტოს ომის წლისთავის აღვნიშნაზე, რასაც მისი თქმით, ოპონენტები “რუსულ ნარატივს” უწოდებენ. მდინარაძის შეფასებით, ამით მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებენ, რადგან ეუბნებიან რომ მათ მოკლე მეხსიერება აქვთ და არ ახსოვთ რომ 8 აგვისტოს ხდებოდა ომის წლისთავის აღნიშვნა.

დღეს, 8 აგვისტოს 12 წელი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი