ახალი ამბები

8 აგვისტო – კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

8 აგვისტო, 2020 • 1111
8 აგვისტო – კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი ადამიანი კი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. დღეს, 8 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1216 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან  996 გამოჯანმთელებულია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და ინფიცირებულთაგან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია.

სულ ქვეყანაში Covid-19-ით გარდაიცვალა 17 პაციენტი. მთავრობის ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7166 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 282 პირია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი