ახალი ამბები

16-მდე გაიზარდა ინდოეთში თვითმფრინავის ავარიისას დაღუპულთა რაოდენობა

7 აგვისტო, 2020 • 1223
16-მდე გაიზარდა ინდოეთში თვითმფრინავის ავარიისას დაღუპულთა რაოდენობა

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავის დაშვებისას მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობამ, სულ მცირე, 16-ს მიაღწია, – იუწყებიან BBC, CNN და სხვა მედიასაშუალებები ინდოეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

ინდოეთში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 191 ადამიანი იმყოფებოდა, 7 აგვისტოს ავიაკატასტროფა განიცადა.

ინდოეთის ავიაციის სააგენტოს თანახმად, თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან მიფრინავდა, ინდოეთში, აეროპორტში დაშვების შემდეგ დაცურდა და ორად გადაიხსნა.

სამაშველო ოპერაციები ამ დროისთვის დასრულებულია. ათობით ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

თვითმფრინავს ინდოეთში მიჰყვადა ინდოეთის მოქალაქეები, რომლებიც Covid-19-ის პანდემიის გამო იყვნენ დუბაიში დარჩენილები.

მასალების გადაბეჭდვის წესი