გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში აღებული ბენზინის 252 სინჯიდან დადგენილ ნორმებს მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებს. როგორც “ნეტგაზეთს” უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული ნიმუში გურჯაანში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე, “დომნა გურჯაანშია” აღმოჩენილი.
მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით სინჯები 251 ავტოგასამართი სადგურიდანაა ამოღებული და ისინი კვლევისათვის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა.
“ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 252 სინჯიდან მხოლოდ ერთი ნიმუში ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმას. კერძოდ, რეგულარის მარკის ბენზინის ნიმუშში, ოქტანური რიცხვის მნიშვნელობამ შეადგინა 90 (ნორმა: არანაკლებ 91)”, — ნათქვამა დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა.