ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლას 7 აგვისტოდან აღადგენს

6 აგვისტო, 2020 • 1410
რუსეთი აფხაზეთის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლას 7 აგვისტოდან აღადგენს

“ფსოუს” გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, რუსეთი აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლასაც აღადგენს. სოხუმსა და რუსეთის ქალაქებს შორს სარკინიგზო მიმოსვლის 7 აგვისტოდან აღდგენაზე ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, მატარებლები სოხუმში ივლის მოსკოვიდან, სამარიდან და სანკტ-პეტერბურგიდან.

აფხაზეთსა და რუსეთის ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, მარტის ბოლოს შეწყდა.

რუსეთთან მიმოსვლა “ფსოუს” გამშვებ პუნქტზე პირველი აგვისტოდან განახლდა და ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაციით, საზღვარი 100 ათასზე მგზავრმა გადაკვეთა. აქედან, უმრავლესობამ საზღვარი რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით  გადაკვეთა.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთთან დაკეტილი გამშვები პუნქტის გახსნა აფხაზურ საზოგადოებასა და დე ფაქტო ხელისუფლებაში ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო.  საზღვრის გახსნის მომხრეთა არგუმენტად ტურისტული სეზონის განვითარება და, შესაბამისად, მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა სახელდებოდა. მოწინააღმდეგეთა არგუმენტი კი კორონავირუსის გავრცელებისგან აფხაზეთის მოსახლეობის დაცვა იყო.

რუსეთთან საზღვარი დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში უკანასკნელი ვიზიტიდან მეორე დღესვე გაიხსნა. პროცესს წინ უსწრებდა ასევე რუსეთის სანიტარული სამსახურების ოფიციალური ვიზიტი აფხაზეთში, სადაც “რუს სპეციალისტებს ადგილზე უნდა შეემოწმებინათ რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური გარემო”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი