ანანურში სატვირთო ავტომობილი სავაჭრო ჯიხურში შევარდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა და 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდარზე უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
