ახალი ამბები

შატილის გზის მშენებელი კომპანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დააჯარიმეს

5 აგვისტო, 2020 • 1258
შატილის გზის მშენებელი კომპანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დააჯარიმეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, დაჯარიმდა კომპანია, რომელიც შატილისკენ მიმავალ გზას აშენებდა. უწყებაში აცხადებენ, რომ შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაციის პროცესში საავტომობილო გზების დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა გარემოზე მიყენებული ზიანის ფაქტი და მშენებელი კომპანია დააჯარიმა.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის შემადგენელ ერთ-ერთ მონაკვეთზე დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამორიცხული ფერდის დამუშავებისას მშენებელი კომპანიის ტექნიკა სამშენებლო ობიექტამდე დაცული ტერიტორიების გავლით გადაადგილდა:

“ფაქტის გამოვლენისთანავე, მშენებელი კომპანია დაჯარიმდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზედამხედველობს სამშენებლო პროცესს და რაიმე სახის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართავს კანონით გათვალისწინებული ზომებს. შატილამდე მისასვლელი გზის პროექტით გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება გახდება უსაფრთხო.

არსებული გრუნტის გზა არის ვიწრო და მასზე ხშირად ვითარდება მეწყრული პროცესები. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შატილის მიმართულებით გაუმჯობესდება გზის პარამეტრები, გაფართოვდება გზის სავალი ნაწილი, მოეწყობა ბაგიროვანი ზღუდარები და გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება” ,- აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი