ახალი ამბებირეკლამა

გიდი თბილისი-ქუთაისის მატარებელზე

5 აგვისტო, 2020 • 606
გიდი თბილისი-ქუთაისის მატარებელზე

ძვირფასო მგზავრებო! 

ხვალ, 6 აგვისტოს თბილისი-ქუთაისის რეისზე ჩვენი გზამკვლევები ნიკოლოზ წულუკიძე და ციცინო ზივზივაძე იქნებიან. 

სატახტო ქალაქისა  და მისი მნიშვნელობის შესახებ მგზავრობის დასაწყისში გიამბობთ, მოგვიანებით კი საინტერესო ამბებს ქუთაისზე  მოგიყვებით. 

 თეატრალების ეზო, ადგილი სადაც რეზო გაბრიაძე და იპოლიტე ხვიჩია ცხოვრობდნენ, იშხნელების გორა, პირველი აფთიაქი და კინო პავილიონი – დაგვემგზავრეთ და წინ თავგადასავლებით სავსე მოგზაურობა გელოდებათ.

მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები.

აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად!

მასალების გადაბეჭდვის წესი