ახალი ამბები

“ფეხებით დგებოდნენ და ატრაქციონი დააზიანეს” – დიდუბის გამგეობა

5 აგვისტო, 2020 • 1383
“ფეხებით დგებოდნენ და ატრაქციონი დააზიანეს” – დიდუბის გამგეობა

რამდენიმე დღის წინ ფეისბუკით გავრცელდა თბილისის ერთ-ერთ სკვერში საბავშვო ატრაქციონის, ე.წ. აიწონა-დაიწონას ფოტო. დამონტაჟებულ საქანელას მხოლოდ 1 მხარე ჰქონდა, შესაბამისად, მასზე თამაში ბავშვებისთვის შეუძლებელი იქნებოდა.

მოქალაქეების კრიტიკის საპასუხოდ ნეტგაზეთს დიდუბის გამგეობაში უთხრეს, რომ წერეთლის 69 ნომერში განთავსებულ სკვერში ატრაქციონს დამონტაჟებისას ხარვეზი არ ჰქონდა. თუმცა შემდგომ მეორე ნაწილი, უბრალოდ, მოატეხეს.

გამგეობაში ამბობენ, რომ მოსახლეობის ინფორმაციით, ზრდასრული მოქალაქეები ატრაქციონზე ფეხით დგებოდნენ იმ ადგილას, სადაც გადაბმის წერტილი მდებარეობდა, ატრაქციონმა ამ ზეწოლას ვერ გუაძლო და გატყდა.

ამ დროისთვის ატრაქციონის მოტეხილი ნაწილი გამგეობას აქვს და, როგორც უწყებაში ამბობენ, უახლოეს დღეებში, გამოცხადებული ტენდერის შემდეგ, შეაკეთებენ.

ატრაქციონის ნაწილები, სხვა დაზიანებულ ინფრასტრუქტრუასთან ერთად. ფოტო: დიდუბის რაიონის გამგეობა

რაც შეეხება თანხმებს, რომელიც ატრაქციონის შეკეთებისთვის უნდა დაიხარჯოს, გამგეობაში გვითხრეს, რომ იმ კომპანიასთან, რომელმაც ატრაქციონები თავდაპირველად დაამონტაჟა, კონტრაქტი შეუსაბამობის გამო მანამდე გაწყვიტეს. ახლა კი ცხადდება მოცულობითი ტენდერი, რომელიც რაიონში რამდენიმე დაზიანებულ ინფრასტრუქტურას მოიცავს.

„როგორც წესი, შემდგომ მისამართებს ვაძლევთ ხოლმე კონტრაქტორს დაზიანებული ელემენტების, მას შემოაქვს დოკუმენტაცია, რომელშიც წერია წინასწარ მოკვლეული საბაზრო ფასები და ის თავად თანხას ვერ ჩაწერს,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი