ახალი ამბებისაზოგადოება

კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით, მეც მყავს ჯიპი, თავად გადავაადგილდები – კალაძე

5 აგვისტო, 2020 • 1364
კერძო ავტომობილებს არ ვებრძვით, მეც მყავს ჯიპი, თავად გადავაადგილდები – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მერიის მიდგომა არა კერძო ავტომობილებთან ბრძოლა, არამედ მიმართულებების თანაბრად გადანაწილებაა. ამის შესახებ მან ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მერიის მიერ დაწყებული რეფორმები თბილისისთვის “უალტერნატივო” და “სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია”.

“ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება არ არის ის, რომ კერძო ავტომობილებს ვებრძვით, ეს ასე არავინ უნდა გაიგოს. მეც მყავს კერძო ავტომობილი, მყავს ჯიპი, მე თავად გადავაადგილდები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კერძო ავტომობილებს ვებრძვით. პირიქით, ამ რეფორმით ყველა თანაბრად გადანაწილდება მიმართულებები. მთელი ქალაქის მასშტაბით კვლევები მიმდინარეობს და ყველგან იქნება პროექტები განხორციელებული”, — განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტის პარალელურად, მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს და წლის ბოლომდე თბილისის ავტოპარკში არსებული ყველა ძველი ავტობუსი ახლით ჩანაცვლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი