საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი.
მთავრობის მიერ შექმნილი ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, ქვეყანაში სულ დადასტურდა კორონავირუსის 1182 შემთხვევა, რომელთაგან 962 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7007 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 280.