დღეს, 3 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების წინა დღეს, არჩევნების გადადების მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის ორგანიზატორი “პროგრესის ცენტრი” იყო. როგორც ისინი აცხადებდენ, მათი მიზანი თსუ-ში რექტორის სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფაა.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ, რომ თსუ-ს მოქმედმა რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ რექტორის არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნას, რადგან მათი თქმით, შარვაშიძის აკადემიური ნაშრომი “პლაგიატში ეჭვიმიტანილია“.
ამასთან, ორგანიზაცია ითხოვს, რომ შეიქმნას ეროვნული კომისია, რომელიც აკადემიურ კორუფციას გამოიძიებს.
შარვაშიძის გარდა აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძეც მონაწილეობენ.
წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად:
ავტორები: ლიზა ჯიბლაძე, ნათია ცქიფურიშვილი