ახალი ამბები

14 წლის მოზარდზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავეს

2 აგვისტო, 2020 • 1514
14 წლის მოზარდზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახში ძალადობსი ბრალდებით თბილისში 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი დააკავა.

უწუების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი