ახალი ამბები

რამდენიმე დღეში ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება – ხმალაძე ჭავჭავაძის გამზირზე

1 აგვისტო, 2020 • 1387
რამდენიმე დღეში ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება – ხმალაძე ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ვაკეში, ილია ჭავჭავძის გამზირზე საავტომობილო გზაზე განხორციელებული ცვლილებები რამდენიმე დღეში დისკომფორტის შემცველი აღარ იქნება მოსახლეობისთვის, რადგან ეს პროცესები “ფორმაში ჩადგება და დარეგულირდება”. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი მთავარი გამზირი, სადაც კერძო სატრანსპორტო საშუალებების გარდა გადაადგილდებიან ქვეითებიც, ველოსიპედებიც, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ყველასთვის მოძრაობის პრინციპი და სქემა შეიცვალა. ყველას სჭირდება დრო ადაპტაციისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გზაზე იქნებოდა, იქნება ეს შეფერხბები ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაში ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება”, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თმით, ცვლილებების შედეგად ჭავჭავაძის გამზირზე ერთი საათის განმავლობაში 8 000 ადამიანით მეტის გადაადგილებაა შესაძლებელი, ვიდრე ეს ცვლილებებამდე ხდებოდა.

ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზაზე მოძრაობის წესები დღეიდან, 1 აგვისტოდან შეიცვალა. ახალი წესების თანახმად, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება ერთი მიმართულებით, სამანქანო გზის მხოლოდ ერთ ზოლშია შესაძლებელი. მეორე ზოლში მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუძლია გადაადგილება. თბილისის სხვა ქუჩბისგან განსხვავებით, ვაკეში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის და გაჩერებების სქემაც – საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალურად გამოყოფილ ზოლში დანარჩენი მოძრაობის საწინააღმდეგოდ გადაადგილდება, გაჩერებები კი სამანქანო გზის შუა ნაწილშია დამონტაჟებული.

აღნიშნულმა ცვლილებამ ვაკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო საცობები გამოიწვია.

https://www.facebook.com/mirian.berulava/videos/3222888881120899/

https://www.facebook.com/lizzie.vachnadze/videos/10221877477661066/

https://www.facebook.com/marika.elizbarashvili/videos/10223373905920861/

მასალების გადაბეჭდვის წესი