ახალი ამბები

რუსეთმა აფხაზეთთან საზღვრები გახსნა

1 აგვისტო, 2020 • 810
რუსეთმა აფხაზეთთან საზღვრები გახსნა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას აფხაზეთთან საზღვრის გახსნის შესახებ, ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით РИА Новости ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შეფასების საფუძვველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

“რუსეთი შეზღუდვებს აფხაზეთთან საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით აუქმებს, რომელიც კორონავირუსის ფონზე განხორციელდა. ბრძანებას ამის შესახებ ხელი პრემიერ მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა”, – ნათქვამია რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობამ 31 ივლისს მიიღო, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრის მოადგილის ტატიანა გოლიკოვას ხელმძრვანელობით ოპერაციული შტაბის შეხვედრა გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი