ახალი ამბები

1 აგვისტო: Covid-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი

1 აგვისტო, 2020 • 1593
1 აგვისტო: Covid-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევა და 7 გამოჯანმრთელებული დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ საიტზე,StopCov.ge-ზე დღეს დილით განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით სამივე შემთხვევეაში ვირუსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს დაუდასტურდათ.

StopCov.ge-ის მიხედვით, 1 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში სულ დადასტურებულია 1171 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 947 პაციენტი და გარდაცვლილია 17. საკარანტინე რეჟიმში იმყოფება 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 323 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი