ახალი ამბები

ვიმედოვნებ, მოსამართლემ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო – დეგნანი რურუაზე

31 ივლისი, 2020 • 1370
ვიმედოვნებ, მოსამართლემ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო – დეგნანი რურუაზე

ვიმედოვნებ, რომ მოსამართლეს, რომელმაც ბატონი რურუას განაჩენი გამოიტანა, ჰქონდა საშუალება, გადაწყვეტილება მიეღო დამოუკიდებლად, ნებისმიერი პოლიტიკური სახის ჩარევის გარეშე”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს განაჩენის კომენტირებისას.

“ვიცი, რომ თავდაპირველად იყო გარკვეული კითხვები, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდანაც გიორგი რურუას ბრალის ფაქტობრივ საფუძველზე, და იყო კითხვები აშშ-ის საელჩოსა და სხვების მხრიდანაც რურუას დაკავებისა და სამართლებრივი დევნის დაწყების დროსა და კონტექსტთან დაკავშირებით. ადრეც მითქვამს, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის უმნიშვნელოვანესი  საქართველოს განვითარებისთვის, იმისათვის, რომ საქართველის მოსახლეობა ენდობოდეს სასამართლოსა და მოსამართლეებს, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; იმისათვის, რომ ინვესსტორებმა განახორციელონ ინვესტიციები და ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული პროგრესი”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშვედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს, 30 ივლისს გამოაცხადა.

სასამართლომ გიორგი რურუს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა

მასალების გადაბეჭდვის წესი