ახალი ამბები

რაჭის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

31 ივლისი, 2020 • 1044
რაჭის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს, 31 აგვისტოს მიმართა. ჯაფარიძე რეგიონის გუბერნატორი 2017 წლიდან იყო.

რაჭაში რამდენიმე დღის წინ სტიქია მოხდა. უხვი ნალექის გამო მდინარეები ადიდდა, რის გამოც განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ხოლო ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წყალმა წაიღო. გუშინ, 30 ივლისს, რეგიონში მყოფმა პრემიერმა თქვა, რომ 4 სოფელთან კავშირის სრულად აღსადგენად მინიმუმ ერთი თვე იქნება საჭირო.

გახარიას თქმითვე, სტიქიამ მაგისტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი ჩამოანგრია, რომელთა აღდგენაც დაახლოებით 30 მლნ ლარი დაჯდება. ასევე, სრულად აღსადგენია 4 ხიდი.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით დატოვა ჯაფარიძემ თანამდებობა იმ ფონზე, როცა აღნიშნული რეგიონი ჯერ კიდევ ებრძვის სტიქიის შედეგებს. ნეტგაზეთი მასთან დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა დაკავშირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი