ახალი ამბები

დაკავებულია მერიის თანამშრომელი, რომელიც გარემოვაჭრეებისგან ქრთამს იღებდა – სუსი

30 ივლისი, 2020 • 1041
დაკავებულია მერიის თანამშრომელი, რომელიც გარემოვაჭრეებისგან ქრთამს იღებდა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, რომელმაც „გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით ყოველთვიურად 1 000 ლარის გადახდა მოსთხოვა“.

უწყების ცნობით, „მუნიციპალური ინსპექციის დიდუბის რაიონის გარე ვაჭრობის ცვლის უფროსმა მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით ყოველთვიურად 1 000 ლარის გადახდა მოსთხოვა და, შესაბამისად, მიმდინარე წლის 29 ივლისს მოქალაქეს აღნიშნული თანხა გამოართვა“.

სუსის თანახმად, გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი