ახალი ამბები

ივანიშვილმა NDI-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა – “ოცნება”

29 ივლისი, 2020 • 1216
ივანიშვილმა NDI-ის პრეზიდენტთან ონლაინ შეხვედრა გამართა – “ოცნება”

“ქართული ოცნების” ცნობით, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

“შეხვედრაზე 2020 საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ NDI – ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI -ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი და NDI – საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია”, – ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში.

NDI-ის ცნობით, მსგავს შეხვედრებს მართავენ ოპოზიციასთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის შემდეგაც მომზადდება და გამოქვეყნდება წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მოკლე ანგარიში.

2019 წლის ნოემბერში ბიძინა ივანიშვილი მკაცრად აკრიტიკებდა ამ ორგანიზაციას.

“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მაშინ და  დასძინა, რომ ეს “შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში” შეერთებული შტატების მიმართ, რაც “სამწუხარო” იქნება.

აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან – ივანიშვილი

რაზე მიანიშნა ივანიშვილმა აშშ-ს?

მასალების გადაბეჭდვის წესი