ახალი ამბები

აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან – ივანიშვილი

27 ნოემბერი, 2019 • 1975
აშშ-ის დაფუძნებული ინსტიტუტები საქართველოში დევალვაციას განიცდიან – ივანიშვილი

“დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა იმედის გადაცემა სვოტ ანალიზში.

ის გულისხმობს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI), რომლის დაკვეთითაც ჩატარებულ კვლევებს ივანიშვილი არ ენდობა და აკრიტიკებს.

“წლობის განმავლობაში გრძელდება ის, რომ ქვეყნდება რეიტინგები. ამას აქვეყნებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია. და საზოგადოებაში მას აღარ აქვს ნდობა. ხშირად ღიმილით ხვდებიან.

პრობლემა ის კი არაა, რომ ამ რეიტინგების გვეშინია, თქვენ კარგად თქვით, რომ ნდობა აღარ აქვს ამ რეიტინგებსო, ასეთი უნდობლობის პირობებში რომ ასე ჯიუტად ქვეყნდება… NDI იქნება თუ IRI, ამან შეიძლება სხვა დანიშნულება მიიღო, შეიძლება ვიღაც პოლიტიკოსებს უნდათ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ ნახეთ, ამერიკული ორგანიზაციებს, თუ შეიმჩნევა ტენდენციურობა, რაც აშკარაა, ქართული ოცნება არ უყვართ და ისევ ნაცმოძრაობას უჭერენ მხარსო. შეიძლება უკვე იმდენად სანდო არაა ეს კვლევა, რომ უკვე ამაზე მიდის მუშაობა. ნახეთ, ამერიკული ცენტრალური ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახანჯებენ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას და არა ქართულ ოცნებას”. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი და არც მეორე არაა საფუძველს მოკლებული. მაგრამ ზოგადად რა ხდება, დევალვაციას განიცდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში.

[ეს ხომ მის, აშშ-ის იმიჯს ურტყამს?] რა თქმა უნდა, და ყველაზე სამწუხაროა. ჩვენ გადავიარეთ ის, რომ  აშშ ნაცმოძრაობას მხარს აღარ უჭერს. ვინც პოლიტიკაშია, ეს ყველამ გაიგო, ესეც გავიგეთ, რომ ეს კვლევები ვერ დაგვაზაინებს. მაგრამ ზოგადი განცდა, რომ დაჟინებით მიდის ამ კვლევებში აშკარა ტენდენციურობა და დევალავაციას განიციდიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში… ჩვენ მთლიანად ჩამოკიდებული ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორზე. მათ უამრავი გააკეთეს, რომ ჩვენ სტაბილურობა მიგვეღო, ჩვენს განვითარებას უყურებენ, მხარს გვიჭერენ ყველანაირად. ის, რომ ასეთი პარტნიორის ინსტიტუტები განიცდიან დევალვაციას, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს საერთო უნდობლობაში და ამას შეიძლება წაუფინონ ის, რომ თუ ეს ცუდია, შეიძლება შენი სტრატეგიული პარტნიორიც რაღაც ისეთს არ აკეთებს, ეს არის ჩემთვის ყველაზე სამწუხარო”, – აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, რომ სინამდვილეში ისეთი მხარდაჭერა აშშ-დან, როგორც დღეს აქვს საქართველოს, არასდროს ყოფილა და ის ამის მაგალითად წარმომადგენლობით პალატაში მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს ასახელებს საქართველოს მხარდასაჭერად. თუმცა, მისი თქმით, პრობლემები აქ არსებული ამერიკული ინსტიტუციების მიმართ არსებობს და არა ვაშინგტონში.

ეს, ივანიშვილის აზრით, ამერიკის ინტერესებს აზიანებს. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ NDI და IRI კვლვებს ენმ-ის გავლენის ქვეყშ მყოფ ორგანიზაციებს ატარებინებს და ამ მიდგომას წლებია არ ცვლის. ივანიშვილის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ კონგრესს, სენატს ან თეთრი სახლის ადმინისტრაციას ღია წერილით მიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი