ახალი ამბები

Covid-19-ით, ჯამში, 111 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა, ერთი გარდაიცვალა

29 ივლისი, 2020 • 1167
Covid-19-ით, ჯამში, 111 სამედიცინო მუშაკი დაინფიცირდა, ერთი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 ივლისის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით, ჯამში, სამედიცინო პერსონალის 111 წევრი დაინფიცირდა.

სულ რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა COVID-19-ით დასნებოვნების 129 შემთხვევა, აქედან 18 – ტექნიკური პერსონალი. .

NCDC-ის მიერ მომზადებულ ანგარშში ასევე წერია, რომ სამედიცინო მუშაკების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი, რაც ნიშნავს, რომ მედიცინის მუშაკი Covid-19-ით სამედიცინო მომსახურების გაწევისას არ დაინფირებულა, შესაბამისად, უშუალოდ სამუშაო ადგილზე ინფიცირების 110 შემთხვევა იყო. ეს ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის (980 დადასტურებული შემთხვევიდან) 11.2%-ია. პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი ექთნებზე მოდის.

წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

NCDC-ის ცნობითვე, კორონავირუსით გარდაცვლილ 16 პაციენტიდან ერთი სამედიცინო პერსონალი 70 წლის ექთანი ქალი იყო. სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი წილი აპრილის თვეზე მოდიოდა. ამასთან, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მეტწილად ჰოსპიტალურ დაწესებულებებში მოხდა, მათ შორის 52% ე.წ. „კოვიდ კლინიკებზე“ მოდის.

წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

 

სქესის მიხედვით, დაინფიცირებულ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა 85.5% იყო ქალი, 14.5% – კაცი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი