ნეტგაზეთი | აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დანიშნეს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დანიშნეს – Netgazeti

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დანიშნეს

აფხაზეთის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ  უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას ხელი მოაწერა.

შამბა აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლამდე აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო – რესპუბლიკური პარტია “ერთიანი აფხაზეთის” ხელმძღვანელი.

სხვადასხვა დროს შამბა აფხაზეთში პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტებსაც იკავებდა. მონაწილეობდა დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებშიც [2011], სადაც მეორე ადგილზე გავიდა და პირველობა ალექსანდრ ანქვაბს ერგო.

ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე შამბას სხვადასხვა ინტერვიუში არაერთხელ აქვს ნათქვამი. თბილისთან დიალოგის საკითხზე შამბამ ბოლოს 2020 წლის იანვარში „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები დღევანდელის მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას. უნდა დავსხდეთ და საუბარი დავიწყოთ. ამისთვის სხვადასხვა ფორმა არსებობს“.

შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ქართველებს მტრად არ მივიჩნევ

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი