დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენელმა, სერგეი შამბამ ამჟამად„მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაა საჭირო.

„მთავარის“ ეთერში გასული სატელეფონო ზარის ჩანაწერში შამბა აცხადებს: „ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები დღევანდელის მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას“.

კითხვაზე, თუ როგორ ხედავს დიალოგის პერსპექტივას, შამბამ განაცხადა, რომ საუბრის დაწყებაა საჭირო – „უნდა დავსხდეთ და საუბარი დავიწყოთ. ამისთვის სხვადასხვა ფორმა არსებობს“.

კითხვაზე, რამდენად უნდა იყოს დიალოგი ერთი-ერთზე, შამბა პასუხობს: „ჩვენ ხომ ამაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა“.

სერგეი შაბმა დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელია. წარსულში  აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ქართულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე შამბას არაერთხელ აქვს ნათქვამი.

შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ქართველებს მტრად არ მივიჩნევ