ახალი ამბები

46%-ის თქმით, კორონავირუსზე არ აიცრებოდა: NDI-ის კვლევა

28 ივლისი, 2020 • 1294
46%-ის თქმით, კორონავირუსზე არ აიცრებოდა: NDI-ის კვლევა

კორონავირუსის ვაქცინა რომ არსებობდეს, საქართველოს მოსახლეობის 46% არ აიცრებოდა. ამის შესახებ ნათქვამია “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) დაკვეთით ივნისში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს.

კვლევის თანახმად, მოქალაქეთა 38% ამბობს, რომ აიცრება, 15%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა ნაწილის მოსაზრებები ასეთია:

  • “ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის ხარისხზე, მის წარმომავლობაზე”;
  • “თუ პანდემია შენელდება, მაშინ ვაქცინის საჭიროება აღარ იქნება”;
  • “აცრა სავალდებულო თუ არ იქნება, ხალხი თავს შეიკავებს”;
  • “მოვიცდი და დავაკვირდები. ისეთი ვაქცინით აცრის მეშინია, რომელიც ახალია და დიდი ხანი არ არსებობს”.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. საველე სამუშაოები 26-30 ივნისს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩაატარეს. ჯამში, 1 550 დასრულებული ინტერვიუ შედგა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი