ახალი ამბები

52% ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნეს: NDI-ის კვლევა

28 ივლისი, 2020 • 1038
52% ფიქრობს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შექმნეს: NDI-ის კვლევა

საქართველოს მოქალაქეთა 52% მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსი ლაბორატორიაში, ხელოვნურად შექმნეს. ამის შესახებ ნათქვამია “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) დაკვეთით ივნისში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 13% ფიქრობს, რომ COVID-19 ბუნებრივად გაჩნდა. 30%-ს მიაჩნია, რომ ლაბორატორიაში შექმნეს და გამიზნულად გაავრცელეს, 22% კი ფიქრობს, რომ ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა, თუმცა შემთხვევით გავრცელდა. 3% ამბობს, რომ აღნიშნული ვირუსი საერთოდაც არ არსებობს, 32%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. საველე სამუშაოები 26-30 ივნისს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩაატარეს. ჯამში, 1 550 დასრულებული ინტერვიუ შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი