ახალი ამბები

53%-ს სჯერა, რომ რწმენა კორონავირუსისგან იცავს – NDI-ის კვლევა

28 ივლისი, 2020 • 1176
53%-ს სჯერა, რომ რწმენა კორონავირუსისგან იცავს – NDI-ის კვლევა

კორონავირუსის შესახებ ცნობებს მოსახლეობის უმეტესობა  რელიგიური ლიდერების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე მეტად NCDC-ის, მთავრობას და მედიას  უფრო ენდობა. მეორე მხრივ, დიდ ნაწილს სჯერა, რომ რწმენა ვირუსისგან იცავს.

ამას მოწმობს კვლევა, რომელიც NDI-ის დაკვეთი ჩაატარა ივნისსი CRRC-იმ და დღეს გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა (84%) კორონავირუსის პანდემიის საკითხზე ინფორმაციას ტელევიზიით იღებს, მეორე ადგილზე ამ კუთხით სოციალური ქსელებია (41%).

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 53%-ს სჯერა, რომ რწმენა თავიანთი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსისგან იცავს. 38% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. ყველაზე ნაკლებად აღნიშნული მოსაზრების 18-დან 34 წლამდე მოქალაქეებს სჯერათ, ყველაზე მატად კი – 35-დან 54 წლამდე ადამიანებს.

ამავე მონაცემებით, მართლმადიდებელთა მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ წელს, პანდემიის ფონზე, სააღდგომო მსახურებას დაესწრო.

73% ფიქრობს, რომ საქართველოში ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის დაბალი სტატისტიკა ძირითადად მთავრობისა და ექიმების სწორი ნაბიჯების შედეგია, 17% კი ფიქრობს, რომ ასეთი მდგომარეობა “ჩვენი რელიგიისა და გენეტიკის დამსახურებაა”.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. საველე სამუშაოები 26-30 ივნისს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩაატარეს. ჯამში, 1 550 დასრულებული ინტერვიუ შედგა. საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი