ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა და ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილიზაციის საჭიროებაზე ისაუბრეს

28 ივლისი, 2020 • 1603
პუტინმა და ერდოღანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სტაბილიზაციის საჭიროებაზე ისაუბრეს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის აუცილებლობისა და ურთიერთობების სტაბილიზაციის საკითხი განიხილეს.

“რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც აღნიშნულ კონფლიქტს აღვიღვებს. ერდოღანი პუტინს დაეთანხმა, რომ აღნიშნული დაპირისპირება სისხლისღვრის გარეშე უნდა გადაიჭრას”, – წერს რუსული მედია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ამასთან, რუსეთი- სომხეთში, თურქეთი კი აზერბაიჯანში ფართომასშტაბიან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

სომხეთში რუსეთთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო – ერევანი

თურქეთ -აზერბაიჯანის ერთობლივი მასშტაბური წვრთნები დაიწყება

12 ივლისს მოულოდნელად დაწყებულ შეტაკებებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. მათ შორის დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს შეტაკებების დაწყებაში. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედის, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი