ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში რუსეთთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო – ერევანი

23 ივლისი, 2020 • 1226
სომხეთში რუსეთთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო – ერევანი

დღეს, 23 ივლისს, სომხეთ-რუსეთის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის გეგმური სასწავლო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, შუშან სტეპანიანი ავრცელებს.

როგორც სტეპანიანი წერს, სასწავლო წვრთნების მიზანია უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მეთოდების სწავლება.

ოფიციალური ინფორმაციითვე, წვრთნებში სარაკეტო კომპლექსები, გამანადგურებელი ავიაცია, ასევე, საზენიტო საარტილერიო დანაყოფები მონაწილეობენ.

სომხეთში რუსეთის სამხრეთის ოლქის ბაზის ერთობლივი სამხედრო ტაქტიკური წვრთნები პერიოდულად მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი