ახალი ამბები

შესაძლოა, ტესტირებები ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს – გამყრელიძე

27 ივლისი, 2020 • 698
შესაძლოა, ტესტირებები ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა PCR ტესტები ბაზრობებზე მომუშავე პირებს გაუკეთდეთ, რადგან სწორედ ასეთი ტიპის ბაზრობებია ვირუსის გავრცელების კუთხით რისკის შემცველი.

როგორც დღეს, 27 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გამყრელიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ამ ეტაპზე გაფართოებული ტესტირება ლილოს ბაზრობაზე მიმდინარეობს, რადგან ამ ბაზრობასთან კავშირშია ბოლო დროს დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევა. მისივე თქმით, ბოლო სამ დღეში ბაზრობაზე მომუშავე 1415 პირი შემოწმდა Covid-19-ზე და აქედან 5 შემთხვევაში ვირუსი დადასტურდა, ახლა კი 6 ნიმუშზე ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

“რადგან ბაზრობებზე მაღალია მობილობა, საჭიროა, მათ მეტი ყურადღება მიექცეს. ყველა ბაზრობაზე გამკაცრებულია  თერმოსკრინინგი, დისტანციისა და სანიტარული წესების დაცვა. როგორც გითხარით, ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოში ინტენსიური PCR კვლევები მიმდინარეობს. ვფიქრობთ, ამ ტიპის კვლევები განვახორციელოთ ყველა ბაზრობაზე… ახლა დგება პროექტი… ხაზს ვუსვამთ, რომ ბაზრობები გახლავთ ერთ-ერთი რისკის ზონები ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით”,-ამბობს გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი