ახალი ამბები

“სიტუაცია კონტროლირებადია” – ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

27 ივლისი, 2020 • 1385
“სიტუაცია კონტროლირებადია” – ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის ექვსივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია.

ეზუგბაიას ცნობით, 4 არის შემოტანილი  შემთხვევა, ერთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთის წყარო არის გაჩიანი.

“ჯერჯერობით ვხედავთ, რომ კონტროლირებადია სიტუაცია, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება [ზომების] გამკაცრებასთან დაკავშირებით სიტუაციიდან გამომდინარე იქნება. თუ შევინარჩუნებთ არსებულ სიტუაციას, ალბათ, ამის აუცილებლობა არ დადგება. დავაკვირდეთ დინამიკაში პროცესებს”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი.

27 ივლისის მონაცემებით, სულ საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 922 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

 

27 ივლისი: კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა – 2

მასალების გადაბეჭდვის წესი