ახალი ამბები

ბალეტის ჩეხი მოცეკვავეების ვარჯიში კარანტინის პირობებში – 14 ფოტო

26 ივლისი, 2020 • 1412
ბალეტის ჩეხი მოცეკვავეების ვარჯიში კარანტინის პირობებში – 14 ფოტო

ჩეხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 1 მარტს დაფიქსირდა და ის იყო ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სრული კარანტინი გამოაცხადეს. შეზღუდვების შეეხო ჩეხეთის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა სფეროს, მათ შორის, ჩეხეთის ეროვნულ თეატრს, სადაც ჩეხეთის ეროვნული ბალეტია განთავსებული.

ევროპის პრესფოტოსააგენტომ (EPA) 14 ფოტოზე აღბეჭდა ჩეხეთის ეროვნული ბალეტის მოცეკვავეები, რომლებიც სახლის პირობებში, კარანტინში ვარჯიშობდნენ. მათ ვიდეოკონფერენციების დახმარებით რჩევებს მწვრთნელები აძლევდნენ, მას შემდეგ კი, რაც შეზღუდვები შემსუბუქდა, მოცეკვავეებმა ვარჯიში მცირე ჯგუფებად, თეატრის შენობაში განაახლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი