სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, 26 ივლისის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 131 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო 24 საათში შემთხვევევბის რაოდენობა 14-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი.

დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 920 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 16. საკარანტინო სივრცეებში 6 ათასზე მეტი ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302.