ნეტგაზეთი | ქარტიამ გვარამიას ბილანიშვილის საქმეზე დარღვევა დაუდგინა ქარტიამ გვარამიას ბილანიშვილის საქმეზე დარღვევა დაუდგინა – Netgazeti

ქარტიამ გვარამიას ბილანიშვილის საქმეზე დარღვევა დაუდგინა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ავთო ბილანიშვილის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი- სიზუსტე — დაარღვია.

ქარტიის საბჭომ ამ საქმეზე 22 ივლისს იმსჯელა და 24 ივლისს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება.

ქარტიის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ორგანიზაციას თავდაპირველად ავთანდილ ბილანიშვილმა მიმართა, თუმცა მოგვიანებით, ქარტიის სამდივნოსთან კომუნიკაციის შედეგად, საქმეზე განმცხადებელი დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა.

მხარე სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო.

ქარტიის პრესრელიზის თანახმად, მხარე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ამ ბმულზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com